უსაფრთხოების ადმინისტრატორი - თბილისი
Bank of Georgia
Remote
სს „საქართველოს ბანკის“ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
დასაქმების შემთხვევაში გექნება შესაძლებლობა:
- ჩაერთო ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების მონიტორინგსა და სისტემების პერიოდულ ტესტირებაში;
- თანამშრომლების მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით გაატარო შესაბამისი ღონისძიებები;
- ჩაერთო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდენტიფიცირებისა და ოპერატიული რეაგირების პროცესში;
- ბანკში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის წარმართო დროული იდენტიფიცირების, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირებისა და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებების პროცესი;
განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება.
სამუშაო გამოცდილება:სასურველია მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება დაცვის სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სპეცდანიშნულების მიმართულებით.
ცოდნა და უნარები:
- სასურველია სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 21 ივლისი, 2026